თბილისში, კიევის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელი სასტუმროდ იყო გადაკეთებული და ხანძრის დროს შენობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
როგორც პირველ არხს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა განუცხადა, შემთხვევის შედეგად ერთმა ტურისტმა ხელზე მსუბუქი დამწვრობა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 200 კვ.მ ფართობი. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავსა და მეორე სართულს გაუჩნდა.
ამ დროისთვის, ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, ადგილზე ექვსი სახანძრო ჯგუფი მუშაობს.