თბილისში, კიევის ქუჩაზე ხანძრის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
კიევის ქუჩაზე ხანძარი საცხოვრებლის სახურავსა და მეორე სართულზე გაჩნდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელი სასტუმროდ იყო გადაკეთებული და ხანძრის დროს შენობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია. დამწვარია 200 კვ.მ ფართობი. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავსა და მეორე სართულს გაუჩნდა.
ამ დროისთვის, ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, ადგილზე ექვსი სახანძრო ჯგუფი მუშაობს.