თბილისში კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება
თბილისში კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისში, საბურთალოს რაიონში, სიმონ კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება. ტენდერი თბილისის მერიამ უკვე გამოაცხადა.

სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 569 ათასი ლარია. ტენდერში განაცხადების მიღება 29 დეკემბერს დაიწყება და 3 იანვარს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კანდელაკის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაზიანებულია, შეინიშნება ბზარები, საფარის სისქე ცვალებადია, რაც გამოწვეულია გასულ წლებში ჩატარებული სარემონტო სამუშაოებით. დაზიანებულია ტროტუარის საფარი და ბორდიურებიც.

ქუჩის კაპიტალური შეკეთება გამარჯვებულმა კომპანიამ ოთხი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.