თბილისში საჯარო საზაფხულო ბაღები 1-დან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დედაქალაქის ბაგა-ბაღების სააგენტოდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, საზაფხულო ბაღებში რეგისტრაციის დაწყების თარიღი ხვალ გახდება ცნობილი.
რეგისტრაციის თარიღის, წესებისა და სიახლეების თაობაზე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე 7 მაისს 12:00 საათზე განაცხადებს. მეორე წლის რეგისტრაცია საზაფხულო ბაღებისთვის მაისში, ხოლო მომავალი სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელების რეგისტრაცია ივნისში განხორციელდება.
სააგენტოს ინფორმაციით, თბილისს ზაფხულის განმავლობაში წელსაც 40 ბაღი მოემსახურება, თუმცა იქნება გარკვეული ცვლილებები ბაღების ჩამონათვალში, რაც სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.