თბილისში, იტალიურ ეზოში საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 74 წლის ქალი დაიღუპა
თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე, იტალიურ ეზოში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 74 წლის ქალი დაიღუპა.
ჩიქობავას 5 ნომრის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების და ქალის კლინიკაში გადაყვანის მიუხედავად, მისი დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.
უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, კორპუსი ავარიულია და სჭირდება რეაბილიტაცია. მათი თქმით, თბილისის მერიას რეაბილიტაციისთვის თანხა გამოყოფილი ჰქონდა, თუმცა მეპატრონემ ამაზე თანხმობა არ განაცხადა და კორპუსის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ მომხდარა. გარდაცვლილს ბინა ნაქირავები ჰქონდა.
ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო.