თბილისში, ისნის რაიონში მკვლელობა მოხდა. მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც მამაკაცს ესროლა, პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.