თბილისში, ისნის რაიონში მკვლელობა მოხდა
თბილისში, ისნის რაიონში მკვლელობა მოხდა

თბილისში, ისნის რაიონში მკვლელობა მოხდა. მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც მამაკაცს ესროლა, პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დატოვე კომენტარი