თბილისში ირანის საელჩომ საქართველოს საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
თბილისში ირანის საელჩომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
როგორც ირანული სააგენტო IRNA წერს, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისი-ისპაჰანის რეისის რამდენიმე მგზავრ ქალს თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა ჰიჯაბის მოხდა სთხოვა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ბაჰრამ ქასემიმ განაცხადა, რომ ირანის ელჩმა გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საქართველოში რამდენიმე მგზავრს დაურეკა და ამის შემდეგ მკაცრი საპროტესტო ნოტა გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურს.
გარდა ამისა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა, თეირანში საქართველოს საელჩოსაც გაუგზავნა საპროტესტო ნოტა და ელჩს განმარტებები მოსთხოვა.
„ასევე, ირანმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, აღკვეთოს მსგავსი ინციდენტების გამეორება, აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურს კი მოუწოდა, ჰიჯაბიანი მუსლიმი ქალების ღირსება დაიცვან“, – აღნიშნულია ირანული სააგენტო IRNA-ს ინფორმაციაში.