თბილისში, გუჯარეთის ქუჩაზე წყლისა და წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის მერმა კახა კალაძემ გუჯარეთის ქუჩაზე წყლისა და წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, სადაც სამუშაოებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახორციელებს.
თბილისი მერის კახა კალაძის თქმით, სრულიად ახალი ქსელი კეთდება.
„ძალინ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო GWP-ის ამ თანამშრომლობისთვის. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ის ქუჩები, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. ეს სამუშაოები 10 დღეში დასრულდება. დაახლოებით, 1.7 მლნ ლარი იხარჯება მიწისქვეშა სამუშაოებისთვის, რის შემდეგაც დაიწყება გზის მოასფალტება. ალბათ, თებერვლის დასაწყისში მთლიანად დასრულდება ყველანაირი სამუშაო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
GWP-ის გენერალური დირექტორის გიორგი ცხადაძის განცხადებით, ერთ კვირაში 800-მდე აბონენტს სტაბილური წყალმომარაგება ექნება.
ისნის რაიონის გამგებლის კახა ლაბუჩიძის განცხადებით, მსგავსი სამუშაოები ვაზისუბანშიც განხორციელდება.