გორის რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორის რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში- წედისში, ბნავისსა და ოლოზში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და ამისთვის ორ მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია წყლის სათავე-ნაგებობის, რეზერვუარების, საქლორატოროების, მაგისტრალური და შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა. რეაბილიტაციის შემდეგ 300-მდე ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება სასმელი წყლით.

სამუშაოების მიმდინარეობა შიდა ქართლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა დაათვალიერა. მისი თქმით, პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.

წედისსა და ბნავისში გაზიფიცირების სამუშაოებიც მიმდინარეობს.