თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში რამდენიმე ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში, გლდანის რაიონში რამდენიმე ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ხუთი ადამიანი და მათ შორის სამი მცირეწლოვანია.
გარდაცვალების მიზეზად სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია იქცა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.