თბილისში დღეს ბრიტანულ-გერმანული ჯგუფი Lebanon Hanover-ი კონცერტს გამართავს
თბილისში დღეს ბრიტანულ-გერმანული ჯგუფი Lebanon Hanover-ი კონცერტს გამართავს. ბენდი მსმენელის წინაშე პროექტ “მუზამეს” ფარგლებში წარდგება.
ბრიტანულ-გერმანული ჯგუფი 2010 წელს შეიქმნა და ძირითადად, ალტერნატიულ ჟანრში მოღვაწეობს.
„საუკეთესო ბრიტანული ბენდი, რომლის შესახებ ცოტას თუ სმენია”, – ასე მოიხსენიებს ჯგუფს ჟურნალი Terrorizer-ი.
კონცერტი Spacehall-ში 20:00 საათზე დაიწყება.