თბილისში, მიხაკო წერეთლის 9 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „თბილისი ენერჯიში“ განუცხადეს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბინაში დამონტაჟებული იყო აკრძალული ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი.