თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე სამსართულიანი სახლის სხვენი იწვის.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე ამ დროისთვის ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
მათივე ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია. ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.