თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე სამსართულიანი სახლის სხვენი იწვის

21:45, 23.09.2018

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე სამსართულიანი სახლის სხვენი იწვის.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე ამ დროისთვის ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

მათივე ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია. ამ წუთებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი