თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცია.
როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევის შედეგად დაზიანებულია ელექტროსადენები და რკინის ჯებირი.
ამ წუთებში ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია მუშაობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.