თბილისში, ცაბაძისა და ანდრონიკაშვილის ქუჩებზე მაშველები პირველი სართულებიდან წყალს ტუმბავენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ძლიერი წვიმის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამი შეტყობინება შევიდა.
„საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები, ცაბაძისა და ანდრონიკაშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმშია. ქალაქში მდინარეების დონზე სტაბილურია. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარეებზე წყლის დონისა და რისკზონების მონიტორინგი. სიტუაცია სრულად კონტროლდება.
ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს კოორდინაციის რეჟიმში“, – აცხადებენ უწყებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ 112-ზე.