პირველი ოქტობრიდან თბილისში ბუნებრივი აირის ქსელზე მიერთების განაცხადის დაკმაყოფილების ვადა ხუთი დღე იქნება
ყაზტრანსგაზ-თბილისი ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მსურველთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, პირველი ოქტომბრიდან განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადად განისაზღვრება ხუთი სამუშაო დღე, ნაცვლად აქამდე არსებული ორი სამუშაო დღისა.
„მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ძალაში შედის ცვლილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის №12 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“. კერძოდ, აღნიშნული წესების 191 მუხლის 8-ე პუნქტის თანახმად, ქსელზე მიერთების მოთხოვნით წერილობითი მომართვის შემთხვევაში, კომპანიას განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადად განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღე ნაცვლად აქამდე არსებული 2 (ორი) სამუშაო დღისა. აღნიშნული რეგულაცია ეხებათ იმ ახალ მომხმარებლებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით არ იმყოფებოდნენ ადგილზე ან მათი შიდა ქსელი არ იყო მზად გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისთვის მომართვის პირველ ეტაპზე, რის გამოც გაზიფიცირების პროცესი სრულყოფილად ვერ განხორციელდა კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში ნომერზე: 2404004.