თბილისში ბუნებრივი აირის აალების შედეგად დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს
თბილისში ბუნებრივი აირის აალების შედეგად დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

თბილისში, საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის აალების შედეგად დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

​კლინიკის მორიგე ექიმის, გიორგი დავლიანიძის განცხადებით, დაშავებულები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„ორი პაციენტი შემოვიდა დამწვრობის ცენტრში. დამწვრობა არის ცეცხლის ალით. ამჟამად მათი მკურნალობა მიმდინარეობს დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში და უტარდებათ შესაბამისი ღონისძიებები. ჯერ მდგომარეობა ასე შეიძლება შეფასდეს – მძიმე-სტაბილურია, რამდენად საშიშია, ეს მკურნალობის პროცესში გამოჩნდება. ოპერაციის შესახებ შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ, ეს გამოჩნდება მკურნალობის პროცესში. ჯერ გაწერა არ იგეგმება. დამწვრობა მიღებული აქვთ სახის და ზემო კიდურების მიდამოებში“,- განაცხადა ექიმმა.

შემთხვევა ასპინძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.