თბილისში, ვერაზე, ბოცვაძის ქუჩის № 14-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყო. სივრცის უმეტესი ნაწილი გამწვანების თარგებსა და საბავშვო ზონას დაეთმო.
ტერიტორიაზე ასევე განხორციელდა შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები – დასასვენებელი სივრცე შემოიღობა, დაიგო ბაზალტისა და კაუჩუკის ფილები, სრულად განახლდა არსებული ქვის ფანჩატური და დამონტაჟდა კალათბურთის ფარი.
აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 34 ათასი ლარი დაიხარჯა.