თბილისში, ბოცვაძის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო

14:48, 21.03.2019

თბილისში, ვერაზე, ბოცვაძის ქუჩის № 14-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყო. სივრცის უმეტესი ნაწილი გამწვანების თარგებსა და საბავშვო ზონას დაეთმო.

ტერიტორიაზე ასევე განხორციელდა შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები – დასასვენებელი სივრცე შემოიღობა, დაიგო ბაზალტისა და კაუჩუკის ფილები, სრულად განახლდა არსებული ქვის ფანჩატური და დამონტაჟდა კალათბურთის ფარი.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 34 ათასი ლარი დაიხარჯა.

მსგავსი