თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ხანძარია.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იწვის ორსართულიანი სახლის პირველი სართული. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლის მეპატრონე მაშველებმა სახლიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს.