თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ხანძარია

01:14, 22.02.2019

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ხანძარია.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იწვის ორსართულიანი სახლის პირველი სართული. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლის მეპატრონე მაშველებმა სახლიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

მსგავსი