თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.