თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

18:38, 13.04.2018

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

მსგავსი