თბილისში, ართვინის ქუჩაზე კედლის მოწყობის სამუშაოების დროს ფერდობი ჩამოიშალა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა
თბილისში, ართვინის ქუჩაზე კედლის მოწყობის სამუშაოების დროს ფერდობი ჩამოიშალა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის მერიაში განუცხადეს, ართვინის ქუჩა N67-ში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ოუ ნი“ ასრულებდა გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს, რა დროსაც ჩამოიშალა ავარიული ფერდობის მასა და მოიყოლა კომპანიის ორი თანამშრომელი.
თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, რამ გამოიწვია ფერდის ჩამოშლა.
საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.