თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ერთი პირი დაჭრეს.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.