თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ერთი პირი დაჭრეს
თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ერთი პირი დაჭრეს

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ერთი პირი დაჭრეს.

​დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი