თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა
თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკული იყო და მას ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა მამაკაცი გამთენიისას გარდაიცვალა.
თბილისში, ვერაზე ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.