თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე ერთი პირია დაკავებული
თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე ერთი პირია დაკავებული. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე პროკურატურას გადაეცა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმელებმა 24 წლის მამაკაცი ვარკეთილის სასაფლაოზე წამებით მოკლეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით – 126-ე პირველი პრიმა მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ცემასა და ძალადობას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით სიცოცხლის მოსპობასა და ადამიანის მოტაცებას გულისხმობს.