თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე ერთი პირია დაკავებული
თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე ერთი პირია დაკავებული

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე ერთი პირია დაკავებული. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე პროკურატურას გადაეცა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმელებმა 24 წლის მამაკაცი ვარკეთილის სასაფლაოზე წამებით მოკლეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით – 126-ე პირველი პრიმა მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ცემასა და ძალადობას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით სიცოცხლის მოსპობასა და ადამიანის მოტაცებას გულისხმობს.