გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 31 დეკემბერს, ასევე 2020 წლის 1-2 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოში მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალი წლის ღამეს დედაქალაქში თოვლი ბოლოს 2009 წელს აღინიშნა, რა დროსაც თოვლის საფარის სიმაღლემ სამი სანტიმეტრი შეადგინა. ბათუმში კი 1993 წელს. თოვლის საფარის სიმაღლე აქაც სამი სანტიმეტრი იყო.