თბილისში ახალ წელს უნალექო ამინდი იქნება

07:23, 31.12.2019

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 31 დეკემბერს, ასევე 2020 წლის 1-2 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოში მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალი წლის ღამეს დედაქალაქში თოვლი ბოლოს 2009 წელს აღინიშნა, რა დროსაც თოვლის საფარის სიმაღლემ სამი სანტიმეტრი შეადგინა. ბათუმში კი 1993 წელს. თოვლის საფარის სიმაღლე აქაც სამი სანტიმეტრი იყო.

მსგავსი