თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ღონისძიება „აფხაზეთობა – 2021“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში გაიზსნა აფხაზეთის ისტორიული ტრადიციების გახსნა, მოეწყო ფოტოგამოფენა – ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე, ქართულ-აფხაზური უნიკალური ურთიერთობები, უძველეს ხელნაწერებში დაცული ცნობები აფხაზეთზე და იქ არსებული კულტურულ-ისტორიული ძეგლების მდგომარეობა დღეს. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ გურამ ოდიშარია, ვლადიმერ ბარქაია და რეზო სულუხია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე „აფხაზეთის დღედ“ დადგინდა.
2014 წლიდან „აფხაზეთობა“ ტრადიციულად ყოველწლიურად, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.