თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს გარდაცვლილის მშობლების, ოჯახის წევრების, მოწმეების გამოკითხვა.
„გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა“, – განუცხადეს პირველ არხს შსს-ში.
სხვა დეტალებზე შსს-ში ჯერ არ საუბრობენ.