თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში უკრაინული ქალაქების დასახელებების მართლწერა შეიცვალა
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში უკრაინული ქალაქების დასახელებების მართლწერა შეიცვალა

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში უკრაინული ქალაქების დასახელებების მართლწერა შეიცვალა. ამის შესახებ აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ იუწყება.

ქალაქების სახელების ლათინურად წერისას, აქამდე საქართველოსა და სხვა ქვეყნებში რუსული ტრანსკრიფციის გამოყენება ხდებოდა, რაც სოციალურ ქსელებში ბევრი მომხმარებლის უკმაყოფილების მიზეზი იყო.

ამიერიდან, Kiev-ის ნაცვლად, თბილისსა და ბათუმში Kyiv-ს გამოიყენებენ, Lvov-ს Lviv შეცვლის,  Odessa-ს – Odesa, ხოლო Kharkov-ს, Kharkiv.