თბილისის ზოოპარკი თებერვალში 92 წლის გახდა. ადმინისტრაცია იუბილეს ტრადიციულად ბავშვებთან ერთად, სახალისო გასართობი პროგრამით აღნიშნავს.
დაგეგმილია თოჯინების მარიონეტების წარმოდგენა, საპნის ბუშტების შოუ და სხვა მრავალი აქტივობა ბავშვებისა და ანიმატორების ჩართულობით.
თბილისის ზოოპარკის ისტორია 1927 წლის 10 თებერვლიდან დაიწყო, როდესაც მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, აღნიშნული საზოგადოების ბაზაზე დაარსებული იქნა ზოოლოგიური პარკი და მას ვერეს ხეობაში 70 ჰა მიწის ფართობი გამოეყო.
დროთა განმავლობაში თბილისის ზოოპარკმა ბევრი და მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა.
გასართობი ღონისძიებები 13 ზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.