კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეტრე ქავთარაძის, ჯურხა ნადირაძის, დავით თავხელიძის, შალვა ახალციხელის, დემეტრე თავდადებულის, ნიკოლოზ სვანიშვილის და სანდრო მირიანაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ფერდობის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, სოფელი ლისის, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, ემხვარის, მაჭავარიანის, ფერმწერთა და ავთო ვარაზის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 20 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, როდენის, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, პასტერის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალას დასახლების, სვანების დასახლება, ილორის, ბაგრატის, იოსებ ჟორდანიას, გრიგოლ გულბანის, ჯემალ რაფავას, თამარ მეფის, აღმაშენებლის, გულბაანის, თამაზ ხვიტიას, აფხაზეთის, სოხუმის, გაგრის, მარნეულის და ბერიძის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იეთიმ გურჯის, ავლევის, ნიშნიანიძის, ბარათაშვილის (ნაწილობრივ) და ვერცხლის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.