კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის, კახიანის, ინწკირველის, ცქიტიშვილის, ურიდიას, ქებურიას, ძმობის, ჩხიკვაძის, მახალდიანის, კიკნაძის და მიქატაძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III კვარტლის, შუამთის და საცხენისის ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მამისაშვილის, იმედაძის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორის დასახლების, პეტრიწის, ჯაფარიძის და აისის ქუჩების მოსახლეობას.
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ანაკლიის, ჯიქიას და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის, ცაბაძის, სანაპიროს და გორის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), არაყიშვილის, რამიშვილის და კოსტავას ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, ლორთქიფანიძის, ჭონქაძის, იაშვილის, ლეონიძის, ხორავას, თარხნიშვილის, გურგულიას, ჯანაშიას, ყაზბეგის, სვანიძის, მელიქიშვილის, ტატიშვილის, ბაქრაძის, ბარნოვის, გუდაურის და გერგეთის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულბანის ქუჩის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.