კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 24 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
ჩუღურეთის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რეხის ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის და ვაგზლის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუპრაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაქარიაძის ქუჩის მოსახლეობას.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.