კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის და ბესიკის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგი დოლიძის, გოგოლის, ჩუბინაშვილის და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის და სანდრო მირიანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III დასახლების I მიკრორაიონის, ილია სუხიშვილის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის და გუმათჰესის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.