კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ რაიონში სხვადასხვა სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსი მაჭავარიანის, დიმიტრი ბაქრაძის, ზანდუკელის, მელიქიშვილის, ჭოველიძის, შოთა მილორავას და არაგვის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, ალექსანდრე დიუმას, კალისტრატე ცინცაძის, კოტე აფხაზის და პუშკინის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III და IIIა მიკრორაიონების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩის (ნაწილორბრივ) მოსახლეობას.
ისნის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, არარატის, ბაჩანას, აწყურის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ლობჟანიძის, იუნკერთა, წერნაკის, სპარტაკის, გიორგი წერეთლის, ავლაბრის, ლეხ კაჩინსკის, დოდაშვილის, ელენე ახვლედიანის, წულუკიძის, დუშეთის, რთველიძის, ვარდისუბნის, ალაზნის, ხიდისთავის, შორაპანის, ვახტანგ მეექვსეს, სამრეკლოს, მესხიშვილის, ხარაგაულის, ალვანის, ცუცქირიძის, ლომოურის, სამოქალაქოს, იორის, კასპის, გელათის, კაჭარავას, ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, გაბრიელ ეპისკოპოსის, ერევნის, ჭრელაშვილის და ნავთლუღის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.