თბილისის ზოგიერთ რაიონში 31 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში 31 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 31 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, სოფელი ნატბეურის, მისის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების, მაჭავარიანის, მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, ხელაშვილის, ოთხი ათასი მესხის, ვეფხისტყაოსნის, მელიქ-სურხავის, როსტევანის, ასმათის და დავარის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნის და პეტრე იბერის ქუჩების  მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ),  სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ) და სოფელი ზურგოვანის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანჯაფარიძის  ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II კვარტლების, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, III კვარტლების, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სადგურის და ვაგზლის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გედევანიშვილის, ფშავის, ზაქრაძის, მეუნარგიას და ქურდიანის ქუჩების  მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი IVბ მიკრორაიონის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, ხომლელის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.