თბილისის ზოგიერთ რაიონში 28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში 28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში 28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების და წმინდა ნინოს ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის და გობრონიძის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის, ბაგრატიონის და ქუთაისის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), ლადო მესხიშვილის, ავლაბრის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსის, გიორგი წერეთლის და კონსტანტინე ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფერმწერთა ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმედაშვილის, არდაზიანის, ჩერქეზიშვილის, ვაზისუბნის, ისაკაძის, გაგარინის, ზემო ვეძისის და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ანტონოვსკაიას და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების და ხომლელის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის  გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ნეკრასოვის, ტყვიავის, ნინოშვილის და ჩუბინაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და სურგულაძის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარუხის გმირების, ტიციან ტაბიძის და ზალდასტანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.