თბილისის ზოგიერთ რაიონში 28 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში 28 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 28 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ზემო ვეძისის დასახლების, ალასანიას, მარუშიძის, ლვოვის, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, ყუშიტაშვილის, ონიაშვილის, კანდელაკის, გამყრელიძის, ლევანდოვკის, ცხინვალის, ლომონოსოვის, ოდესის და ბობ უოლშის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გოძიაშვილის, კვანტალიანის,  სარაჯიშვილის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოთუას და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის,  ხევძმარის, შეშელიძის, ხიზანიშვილის და ართმელიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზარზმის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის ახალი გზატკეცილის, ასათიანის და მაყაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი წავკისის და შინდისის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ბელიაშვილის, ბოხუას, გოგიძის, ჩაჩავას, ჭიაურელის და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის, წმინდა ბარბარეს და ოცხელის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.