თბილისის ზოგიერთ რაიონში 24 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის ზოგიერთ რაიონში 24 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო 24 მარტს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრვი), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის, დემეტრე თავდადებულის, აკაკი ბელიაშივლის, ლიუბლიანას, დისევის, ბოცვაძის, ბოხუას, პაპაშვილის, ტერევენკოს, ჩაჩავას, მიხეილ ბერძენიშვილის, ბალანიჩნის და ჭიაურელის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ქოშიგორის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნებოის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ), პეტრიწის (ნაწილობრივ), გამრეკელის, შალვა ნუცუბიძის, პეტრე ქავთარაძის და ძოწენიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ლოტკინის მთის, ძმობის I, II ქუჩების, ძმობის, თიანეთის, ჩარგლის, გუდამაყრის, ხორნაბუჯის, ტიბაანის, გარეჯელის, ინწკირველის, კახიანის, ლევან ცქიტიშვილის, კისისხევის, რევაზ ურიდიას, ბიჩინაშვილის, ცოტნე დადიანის, წაღვერის, წრომის, ქებურიას, რევაზ ინანიშვილის,  ღუდუშაურის, კახიანის, კელაპტრიშვილის, მიხეილ მესხის, ნოსტეს,  უიარაღოს, ხუდადოვის, ვახტანგ მახალდიანის, კიკნაძის, ეროსი მანჯგალაძის, სტურუას, ნოე ჩხიკვაძის, მიქატაძის და გურამ ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის, სიხარულიძის, ჩარგლის, თიანეთის და სანზონის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  კოჯრის გზატკეცილის, ამაღლების, გიზო ნიშნიანიძის, მუსხელიშვილის, მესხის, ლერმონტოვის, ლორთქიფანიძის, იაშვილის, ჭონქაძის, ქიქოძის, მაჩაბელის, ინგოროყვას, ლეონიძის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  მუხიანის II, III მიკრო-რაიონების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და მარნეულის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გახოკიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.