კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ნაძალადევის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, გორდის, კლდეკარის, ლაითურის, ლამისყანის, სუვოროვის, ხერთვისის, ცოტნე დადიანის, წერონისის, დავით იოსელიანის, დომენტი ჟღენტის, ზედამზის, მაჩხაანის, სამღერეთის, სანავარდოს, პიონერის და I სამღერეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IIIა მიკრორაიონების, სესილია თაყაიშვილის, დვალის და კუპრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, ვირსალაძის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟან კალანდაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის და თაქთაქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.