კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო დედაქალაქის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ანაპის 414-ე დივიზიის, გუდამაყრის და ბუაჩიძი ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ვეკუას, თემქის, ხევძმარის, შეშელიძის და სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და ბოხუას ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13 კილომეტრების, სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, ფარნავაზის გამზირის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, IIა, III მიკრორაიონების, ვაზის, დეკანოზიშვილის და აჩაბეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუთნის, ახმეტის, თელავის და წინანდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს ქუჩის მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.