თბილისის ზღვის მიმდებარედ დენდროლოგიური პარკის გაშენებასთან დაკავშირებით მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართა
თბილისის ზღვის მიმდებარედ დენდროლოგიური პარკის გაშენებასთან დაკავშირებით მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართა

მერია თბილისის ზღვის მიმდებარედ 162 ჰექტარზე დენდროლოგიური პარკის გაშენებას გეგმავს. პროექტირებასთან დაკავშირებით დღეს მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრა გამართა.

დისკუსიის ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან თანამშრომლობით, თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებისა და რეაბილიტაციის ინიციატივები განიხილეს.

„მოქალაქეებმა თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრას დედაქალაქის მერის მოადგილეები დაესწრნენ. პროექტის მიზანი დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობაა. პროექტი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება და აღნიშნული პროექტისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 980 000 ლარია გამოყოფილი. პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და 2021 წლის მარტში უნდა დასრულდეს, ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი“, – აცხადებენ მერიაში.