თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ოთხ ახალ ინფიცირებულს შორის ერთი საქართველოს, ორი აზერბაიჯანის, ერთი კი, ბელარუსის მოქალაქეა
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ოთხ ახალ ინფიცირებულს შორის ერთი საქართველოს, ორი აზერბაიჯანის, ერთი კი, ბელარუსის მოქალაქეა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მოთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, მარეხ ბექაიას ინფორმაციით, ოთხივე ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„ერთი მათგანია საქართველოს, ორი აზერბაიჯანის და ერთი ბელარუსის მოქალაქე. ოთხივე მამაკაცი საზღვრის კვეთის დროს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს კლინიკაში. მათ სწრაფი ტესტით ვირუსი ადგილზევე დაუდასტურდათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და გადაყვანილი არიან ინფექციურ საავადმყოფოში“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ.

ჯამში, კლინიკიდან 19 პაციენტის ანალიზი იყო გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში.

2 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 939 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 817-ს შეადგენს.